Snoop Lion
შესახებ:
კელვინ კორდოზარ ბროდუსი, უმცრ. (დაიბადა 1971 წლის 20 ოქტომბერს), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით სნუპ დოგი — ამერიკელი რეპერი, პროდუსერი, მარიხუანასთან დაკავშირებული აქტივისტი და მსახიობი. იგი ცნობილია, როგორც დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპ სცენის რეპერი და პროდიუსერ/რეპერ Dr.Dre-ს ერთ-ერთი პროტეჟე. მოზარდობაში იგი მოხვდა განგსტერულ დაჯგუფებაში Crips. სკოლის დამთავრების შემდეგ დაპატიმრებული იქნა კოკაინის მოხმარების გამო და უეინსაიდის საგრაფოს ციხეში ექვსი თვე დაჰყო. მუსიკალური კარიერა დაიწყო 1992 წელს, მას შემდეგ, რაც აღმოჩენილი იქნა Dr.Dre-ს მიერ. თანამშრომლობდა Dr.Dre-სთან, სოლო სადებიუტო დისკზე The Chronic და ფილმის Deep Cover საუნდტრეკში შესულ სიმღერაზე.