David Guetta
შესახებ:
David Guetta ფრანგი დიჯეი. დაიბადა 1967 წლის 7 ნოემბერს პარიზში. დავიდ გეტამ 13 წლისამ დაიწყო პირველი ვინილის მიქსების კეთება. 17 წლის ასაკში, თავისი კარიერის დასაწყისში, დიჯეიდ მუშაობდა პარიზის კლუბში „Broad“. 1988-1990 წლებში ჰაუს-მუსიკას მიქსავდა რადიო ნოვაში. 2005 წელს, მისი სინგლი „The World Is Mine“ ევროპის საცეკვაო ჩარტების სათავეებში მოექცა.