Jessie J
შესახებ:
ჯესიკა ელენ კორნიში (დაიბადა 1988 წლის 27 მარტი, ჩედუელ ჰითი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ჯესი ჯეი (Jessie J). მისი ავტორობის სიმღერებს ასრულებენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, ალიშა კისი, კრისტინა აგილერა და სხვები. 2011 წლის ბრიტანული მუსიკის დაჯილდოებაზე მან მიიყო კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო. მისი მეორე სინგლი, „Price Tag“, 2011 წელს წარმატებული იყო ბრიტანეთის სინგლების ჩარტში.