ახალი ხმა

შესახებ:

”ახალი ქართული ხმა” მიზნად ისახავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ვარსკვლავის აღმოჩენას. საუბარია იმ ერთ ადამიანზე, რომელსაც აქვს უნიკალური ხმა!
შოუს დასაწყისში, საქვეყნოდ ცნობილი მომღერლები (მწვრთნელები) პირადად აირჩევენ მათთვის სასურველ კონკურსანტებს პირველი აუდიენციების (მოსმენების) დროს. ისინი ვერ ხედავენ მონაწილეებს, მათ შეუძლიათ მხოლოდ მოსმენა, კონკურსანტის ხმის ხარისხისა და სიმღერის ტექნიკის შეფასება, გარეგნული ნიშნების ზემოქმედების გარეშე. ჩვენ ვეძებთ ხმას და არა გარეგნობას!
მოსმენების შემდეგ ოთხივე მწვრთნელი ირჩევს თავის გუნდის 12 წევრს და მუშაობს მათთან მთელი პროექტის მანძილზე. 
შემდეგი ეტაპია რინგი, სადაც გუნდის წევრები ეჯიბრებიან ერთმანეთს.
რინგის შემდეგ რჩება 24 კონკურსანტი, რომელთაგან მაყურებელი, სმს-ების საშუალებით ირჩევს ერთადერთ ფინალისტს.
ფინალში გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომელიც ფლობს ერთდროულად განსაკუთრებულ ტალანტს, ვოკალურ მონაცემებსა და თვისებებს.

ახალი ხმა - ახალი საბავშვო ხმა - ლიზა ყენია All about Myself

privace pollice

contact: infos@page.ge