ჩემი ცოლის დაქალები

შესახებ:

"ჩემი ცოლის დაქალები" კომედიური ჟანრის სერიალია. კატო, თინა და ნინა ბავშვობის მეგობრები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ და მათი ცხოვრებაც სხვადასხვანაირად წარიმართა, მაინც ერთგულ მეგობრებად რჩებიან. 

სერიალში წამოწეულია ყველასათვის კარგად ნაცნობი და აქტუალური თემები: რძალ-დედამთილის, დედა-შვილის, სხვადასხვაგვარად განვითარებული კლასელების, ყოფილი მეორე ნახევრების, მეზობლების, ბავშვებისა და დიდების რთული, ხან სასაცილო, ხან კი კონფლიქტური ურთიერთობები. 

სერიალის რეჟისორია გიორგი ლიფონავა, სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი. 
პროდიუსერები: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე. 
როლებს ასრულებენ: ანი ტყებუჩავა, ნინო გაჩეჩილაძე, მაკა ძაგანია, ლევან ყოჩიაშვილი, მედეა ლორთქიფანიძე, ქეთა ახობაძე, გიორგი ბარბაქაძე, სალომე შარვაძე, ბაია დვალიშვილი, ზუზუ ბეჟაშვილი, ეკა ნიჟარაძე, გიორგი ნაზარიშვილი.

ჩემი ცოლის დაქალები - სეზონი 2 - სერია 19

privace pollice

contact: infos@page.ge