James Brown

შესახებ:

ჯეიმს ბრაუნი (ინგლ. James Joseph Brown; დაიბადა 1933 წლის 3 მაისს, დაბა ბარნველი, სამხრეთ კაროლინა - გარდაიცვალა 2006 წლის 25 დეკმებერს ატლანტაში, ჯორჯია, აშშ.) — ამერიკელი მომღერალი და ხელოვნების მუშაკი. საბოლოოდ წოდებული, როგორც - "The Godfather of Soul" (სოულის ნათლიმამა).იგი მუშაობდა ისეთ ჟანრებში როგორიცაა გოსპელი, რიტმ ენდ ბლიუზი, როკ ენ როლი, და ფანკი.  ბრაუნმა კარიერა ეკლესიაში სიმღერით დაიწყო. იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მეოცე საუკუნის მუსიკაში, რომელმაც საკუთარი ვოკალით და უბადლო ცეკვის ნიჭით შესძლო წარმატების მიღწევა. მას ასევე უწოდებენ "ყველაზე მძიმედ მომუშავე მამაკაცს შოუბისზნესში". როგორც ნაყოფიერი მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და ბენდის ლიდერი, ბრაუნი იყო გადამწყვეტი ძალა მუსიკალურ ინდუსტრიაში. მან დატოვა კვალი უამრავ ხელოვანზე.

James Brown - Papa's Got A Brand New Bag (Part 1)

privace pollice

contact: infos@page.ge