sarah connor

შესახებ:

სარა კონორი (ინგლ. Sarah Connor; დაიბადა 1980 წლის 13 ივნისს, დენმელჰორსტში, ქვემო საქსონია, გფრ) გერმანელი მომღერალი. სარა კონორი — საესტრადო ფსევდონიმია, მომღერლის ნამდვილი სახელი — სარა ლევე (გერმ. Sarah Lewe). გამოდიოდა ასევე ფსევდონიმით სარა გრეი (გრეი - დედამისის ქალიშვილობის გვარია). სარა კონორი დაიბადა ბიზნესმენისა და ყოფილი მოდელის ოჯახში. სარას კიდევ ოთხი და და ერთი ძმა ჰყავს. ბავშვობაში ეკლესიაში გალობდა, შემდეგ იყო მიღებული მუსიკალურ სკოლაში, სადაც მარტო ვოკალს სწავლობდა. 1997 წელს იყო არჩეული მაიკლ ჯექსონის საკენცორტო ტურის მონაწილედ. კონცერტის დამტავრებისას მან შეხვდა თვით პოპ მეფეს. მისი პირველი პოპულარული ჰიტი გახდა მიქაელ ვანის სიმღერა. 1999 წელს მან შეცვალა ფსევდონიმი (რომლითაც ახლა მოღვაწეობს). 2 წლის შემდეგ სარა კონორის პირველი სინგლი (”Let’s Get Back to Bed — Boy!”) გერმანიის ჰიტ-პარადების უმაღლესი ადგილები დაიკავა. ცოტა ხანში კი გამოვიდა ყველაზე წარმატებული ჰიტი ”From Sarah With Love”, რომელმაც სარას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

sarah connor - I´ll Kiss It Away

privace pollice

contact: infos@page.ge