Backstreet Boys

შესახებ:

ბექსთრით ბოიზი (ინგლ. Backstreet Boys) — ამერიკული პოპ ჯგუფი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში. თავისი კარიერის მანძილზე, ჯგუფმა რამდენჯერმე მოიპოვა გრემის ჯილდო. მათი 12 სიმღერა შეერთებულ შტატებსი ბილბორდის 40 საუკეთესო ჰიტს შორის მოხვდა, ხოლო ბრიტანულ საუკეთესო 10-ეულში სხვადასხვა დროს მათი 16 სიმღერა იყო. ბექსთრით ბოიზმა მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა და ამ რეკორდული მაჩვენებლის წყალობით, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ბოიბენდის სახელი დაიმკვიდრა. სხვა ბოიბენდებისგან განსხვავებით, ბექსთრით ბოიზის თითოეულ წევრს, ყოველ ალბომში სოლო-პარტიები აქვთ. 2005 წელს მუსიკალურ სცენაზე დაბრუნებასთან ერთად, მათი მუსიკის ჟღერადობა მკვეთრად შეიცვალა. ამ მხრივ საგულისხმოა ცოცხალი ინსტრუმენტების გამოყენება (რომელთაგან ზოგიერთზე თვითონვე უკრავენ) და როკ-მუსიკის ელემენტები. ახლა უკვე ოთხკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში არიან:ნიკ კარტერი, ჰოუი დოროუ, ბრაიან ლიტრელი და ეი ჯეი მაკ–ლინი. ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა - კევინ რიჩარდსონმა ბექსთრით ბოიზი 2006 წლის 23 ივნისს დატოვა.

Backstreet Boys - As Long As You Love Me

privace pollice

contact: infos@page.ge