Nelly Furtado

შესახებ:

ნელი კიმ ფურტადო (Nelly Furtado; დაიბადა 1978 წლის 2 დეკემბერს), პორტუგალიური წარმოშობის კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი, რეკორდ პროდიუსერი და ინსტრუმენტალისტია. ფურტადო ხალხისთვის ცნობილი 2000 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომ Whoa, Nelly!-ით და გრემის მფლობელი სიმღერით I'm Like a Bird გახდა. შვილის გაჩენის და კომერციულად ნაკლებად წარმატებული ალბომის Folklore (2003) გამოშვების შემდეგ, ის სალიდერო პოზიციებს 2006 წელს ალბომის Loose გამოშვებით უბრუნდება, რასაც თან სდევს ჰიტი სინგლები Promiscuous ,Maneater, Say It Right, და All Good Things (Come to an End).

ნელი ფურტადო ცნობილია თავისი ექსპერიმენტებით სხვადასხვა ინსტრუმენტების, ჟანრების, ენების და ვოკალური სტილების გამოყენებით. ეს მრავალფეროვნება მისი სხვადასხვა კულტურებით დაინტერესებით და მრავალფეროვანი მუსიკალური გემოვნებიდან გამომდინარეობს.

Nelly Furtado - Big Hoops

privace pollice

contact: infos@page.ge