Britney Spears
შესახებ:
ბრიტნი ჯინ სპირსი (დაიბადა 1981 წლის 2 დეკემბერს) — ამერიკელი მომღერალი. დაიბადა მაკკომბში (მისისიპი) და გაიზარდა კენტვუდში (ლუიზიანა). სიმღერით გამოსვლები დაიწყო ბავშვობიდან, რასაც ასევე ახლდა სასცენო და სატელევიზიო დადგმებში მონაწილეობა. 1997 წელს გააფორმა კონტრაქტი ლეიბლთან Jive Records და 1999 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი ...Baby One More Time, რომელიც იმ დროისათვის მოზარდი სოლო შემსრულებლის მიერ გამოცემულ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა. მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ათწლეულის პერიოდში იგი იქცა მეინსტრიმული პოპულარული მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად.