David Bowie

შესახებ:

დევიდ ბოუი (ინგლ. David Bowie ['bəʊiː], ნამდვილი სახელი: დევიდ რობერტ ჯონსი; დაიბადა 1947 წლის 8 იანვარს)— ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი, არანჟირების ავტორი და აუდიო ინჟინერი. თავის დროზე, დევიდ ბოუიმ არაერთი ალბომი და სინგლი გამოუშვა, მაგრამ პირველად მუსიკის მოყვარულთა ინტერესი დაიმსახურა 1969 წელს, როდესაც მისმა კოსმიური ხანის მინი მელოდრამამ, სიმღერამ Space Oddity ბრიტანეთში სინგლების ჰიტ აღლუმში  მე-5 ადგილი დაიკავა. სამწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ, იგი კვლავ გამოჩნდა 1972 წელს - გლემ-როკის ზენიტის ხანაში, როგორც ანდროგინული არსება, სახელით ზიგი სთარდასტი. მოგვიანებით, მან ხმისჩამწერ ლეიბლს და ამერიკელ მსმენელს იმედი გაუცრუა, როდესაც გამოუშვა მინიმალისტური ალბომი, სახელწოდებით Low. აქ შედგა ბოუის და ბრაინ ინოს პირველი თანამშრომლობა.

privace pollice

contact: infos@page.ge