Aretha Franklin
შესახებ:
არეთა ლუის ლატუნდრა ფრანკლინი (ინგლ. Aretha Franklin; დაიბადა 1942 წლის 25 მარტს, მემფისში, ტენესი) — ამერიკელი მომღერალი. არეტას დედა ბარბარა გოსპელის მომღერალი იყო, მან ოჯახი მიატოვა, როცა გოგონა 6 წლის იყო და მოგვიანებით გარდაიცვალა. ბავშვობაში ფრანკლინი თავის და-ძმებთან ერთად დეტროიტის ეკლესიის გუნდში მღეროდა, მან პირველი ჩანაწერი 14 წლის ასაკში გააკეთა. არეტა ლეგენდარულმა ჯონ ჰამონდმა აღმოაჩინა მალევე და მან columbia records-თან დადო კონტრაქტი. მათ სურდათ ფრანკლინი ჯაზის მომღერალი გაეხადათ, თუმცა ვერ მოახერხეს. 1960-იანი წლების დასაწყისში მისი რამდენიმე სიმღერა უკვე საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ დიდი წარმატებები ჯერ წინ იყო. ამ პერიოდში ეყოლა მას ორი ვაჟიშვილი. ამ დროს ის მხოლოდ 16-ს იყო, მას სკოლის მიტოვება მოუხდა შვილების გამო. 1967 წლიდან იგი უკვე Atlantic Records-თან მუშაობდა, პროდიუსერ jerry waxler-თან ერთად მან ჩაწერა 60-იანი წლების ბევრი პოპულარული სიმღერა r&b-ს სტილში.