Guns N' Roses

შესახებ:

ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია,1985 წელს. ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე ასლი მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი - შეერთებულ შტატებში. ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მძიმე როკ-ჯგუფად. მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს შტატში. ალბომის პირველი სიმღერა welcome to The Jungle გამოყენებულია კლინტ ისტვუდის 1988 წლის ფილმში ,,სასიკვდილო სია''. ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-ანების და ადრეული 1990-იანი წლების მძიმე როკის სცენა. მაშინ როდესაც გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში, Guns N' Roses-მა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო გლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა. ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993 წლებში, მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. დღეს ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან ექსლ როუზია, რომელიც უკვე 26 წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.

You have an error in your SQL syntax; check the manual that corresponds to your MySQL server version for the right syntax to use near 'AND act = 108 ORDER by id ASC LIMIT 1' at line 3