Savage Garden

შესახებ:

Savage Garden — ავსტრალიური პოპ-როკ ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ დერენ ჰეიზი (ვოკალი) და დენიელ ჯონსი (კლავიშიანი ინსტრუმენტები, სეკვენსერები, გიტარები). იგი ჩამოყალიბდა ბრისბენში (კუინზლენდი), 1994 წელს. მათი წარმატების წლებად ითვლება 1997-2001 წლების პერიოდი, როდესაც დუეტმა გამოსცა შემდგომში წარმატებული სინგლები ''Truly Madly Deeply'',  "I Want You", ''To the Moon and Back'', "The Animal Song''და '' I Knew I Loved You''. მას ასევე გამოცემული აქვს ორი სტუდიური ალბომი, Savage Garden და Affirmation. ორივე მათგანი მოხვდა ავსტრალიის ჩარტების #1 და შეაღწია ბრიტანეთისა და აშშ-ს ჩარტების 10-ეულებში. ავსტრალიური მუსიკის 1997 წლის დაჯილდოებაზე დუეტმა მიიღო ერთდროულად 10 ჯილდო, სადებიუტო ალბომისათვის და მასში შეტანილი სინგლებისათვის. 2000 წელს დუეტმა შეისვენა და აპირებდა სცენაზე დაბრუნებას, მაგრამ 2001 წელს ჰეიზმა მისი დაშლის შესახებ განაცხადა.

You have an error in your SQL syntax; check the manual that corresponds to your MySQL server version for the right syntax to use near 'AND act = 111 ORDER by id ASC LIMIT 1' at line 3