Deep Purple
შესახებ:
Deep Purple — ინგლისური როკ ჯგუფი ჰერტფორდიდან. ითვლება მძიმე მეტალისა და მძიმე როკის ერთ-ერთ პიონერად, თუმცა თვლიან, რომ მისი მუსიკა რომელიმე ჟანრს არ მიეკუთვნება. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით 1975 წელს Deep Purple ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ჯგუფად. მსოფლიო მასშტაბით მას გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი, მათ შორის - 7.5 მილიონი აშშ-ში.